“ინტერკო ჰოლდინგი” წარმოადგენს კომპანათა ჯგუფს, რომელშიც შედიან: საზღვარგარეთ გამყვანი ტურ ოპერატორი “ინტერკონტინენტალი”, შემომყვანი ტურ-ოპერატორი “ინტერჯორჯია”, ავიაბილეთების დაჯავშნისა და ავიაკომპანიების სახმელეთო მომსახურების კომპანია “ინტერავია” და საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამების საკონსულტაციო კომპანია “ინტერსთადი”.
“ინტერკო ჰოლდინგის” განვითარება დაიწყო ტურისტული კომპანია “ინტერკონტინენტალის” ჩამოყალიბებით, რომელიც დაფუძვნებიდან მტკიცედ ავითარებდა და აფართოვებდა როგორც საკუთარი საქმიანობის სპეტრსა და ხარისხს, ასევე ქართულ ტურისტულ ბაზარს. მოცემული მომენტისათვის “ინტერკონტინენტალი” ერთერთი წამყვანი ტურისტული კომპანიაა საქართველოში, რომელიც უკვე 24 წელია წარმატებულად მოღვაწეობს ქვეყნის ტურიზმის სფეროში. მომსახურების ხარისხზე ზრუნვამ და მაღალ კლასზე ორიენტაციამ კომპანიას მისცა საშუალება მოეპოვებინა მომხმარებლის ნდობა და გამხდარიყო ბაზრის ლიდერი, რის დასტურადაც 2007 წლიდან კომპანია ზედიზედ ჯილდოვდება “ოქროს ბრენდით”, როგორც საუკეთესო ტურისტული კომპანია საქართველოში.
ტურ ოპერატორი “ინტერკონტინენტალი”თავისი მთავარი ოფისით თბილისში და ფილიალებით ერევანში, ქაიროსა და ალმაატაში, თავისი სააგენტოების ფართე ქსელის, მაღალკვალიფიცირებული გუნდისა და ბაზარზე მრავალწლიანი გამოცდილების მეშვეობით თავის კლიენტებსა და პარტნიორებს სთავაზობს ვრცელი პროფილის მომსახურებას: ევროპის, აზიის, შუა აღმოსავლეთის, ლათინური ამერიკისა და სხვა მიმართულებით. კომპანია დასაწყისიდანვე თანამშრომლობს წამყვან ტურისტულ კომპანიებთან იტალიაში, ესპანეთში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, ავსტრიაში, ნიდერლანდებში, საბერძნეთში, ჩეხეთში, მალტაზე, ბულგარეთში, ბალტიის პირეთის ქვეყნებში, უკრაინაში, რუსეთში, პოლონეთში, ტაილანდში, ინდოეთში, ტუნისში, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში და სხვა ქვეყნებში.
2006 წლიდან ტურ ოპერატორმა “ინტერკონტინენტალმა” დაიწყო პირდაპირი ჩარტერული ფრენები ანტალიაში (თურქეთი). 2007 წლიდან კომპანია აწარმოებს უწყვეტ პირდაპირ ჩარტერულ ფრენებს ეგვიპტის მიმართულებით, კერძოდ, წითელი ზღვის კურორტებზე: შარმ ელ შეიხში, ჰურგადაში, ტაბაში, ელ გუნასა და დაჰაბში.
2013 წლის ბოლოს “ინტერკონტინენტალმა” განახორციელა პირდაპირი ჩარტერული ფრენები იორდანიის სამეფოში, დედაქალაქ ამანში და დამსვენებელს შესთავაზა დასვენება წითელი ზღვისა და მკვდარი ზღვის კურორტებზეც.
შემომყვანი ტურ ოპერატორი “ინტერჯორჯია” დაფუძვნდა “ინტერკონტინენტალის” ბაზაზე. კომპანიის საქმიანობის არეალი მოიცავს, როგორც საქართველოში შემომყვანი, ასევე შიდა ტურიზმის განვითარებას და გაფართოვებას.
“ინტერჯორჯია” თავის უცხოელ და ადგილობრივ მომხმარებელს სთავაზობს ტურისტული მომსახურების ფართო არჩევანს, მათ შორის: მოკლე და ხანგრძლივ საექსკურსიო პროგრამებს, კულტურულ, სამედიცინო-გამაჯანსაღებელ, კულინარულ, ღვინის, სათავგადასავლო და სპეციალური ინტერესის ტურებს; ზაფხულის, ზამთრის, მულტისეზონურ ტურისტულ პროდუქტს საქართველოში. ასევე შეხვედრების, კონფერენციების, ბანკეტების ორგანიზებასა და სრულ მომსახურებას. კომპანია მომხმარებელს ასევე სთავაზობს სასტუმროების, სახმელეთო ტრანსპორტის, საკონცერტო და სხვა ბილეთების დაკჯავშნის მომსახურებას. გამოცდილი სატრანსფერო პარტნიორები დაგეგმავენ და განახორციელებენ მგზავრთა გადაყვანას სასურველ მარშრუტებზე.
2013 წელს “ინტერჯორჯიამ” წარმატებით განახორციელა ამბიციური შემომყვანი პროექტი, კერძოდ ყოველკვირეული ჩარტერული ფრენები ქაირო-თბილისის მარშრუტზე.
“ინტერჯორჯიას” სამომავლო გეგმები მოიცავს მრავალფეროვან პროექტებს საქართველოში შემომყვანი ტურისტული მომსახურების დანერგვის თვალსაზრისით, მათ შორისაა: ინდივიდუალური და ჯგუფური ტურები ახლო და შორეული ქვეყნებიდან, ჩარტერული ფრენები ქალაქ თბილისში და ზაფხულის სეზონზე შავი ზღვის საკურორტო ქალაქ ბათუმში.
“ინტერკო ჰოლდინგის” წევრი ავიაბილეთებისა და ავიაკომპანიებისათვის სახმელეთო მომსახურების მიმწოდებელი კომპანია “ინტერავია” 2013 წლის ბოლოს დაფუძვნდა საკუთარი სარეალიზაციო წერტილით თბილისის აეროპორტში. მისი საქმიანობა მოიცავს ავიაბილეთების დაჯავშნა-რეალიზაცია-კონსულტაციას. ამასთავანავე, “ინტერავიას” გამოცდილი და მაღალკვალიფიცირებული გუნდი ბაზარზე საუკეთესო ფასებითა და გამოცდილებით 24 საათიან რეჟიმში მომხმარებელს გაუწევს ინდივიდუალურ მომსახურებას.
“ინტერავიას” ავიაკომპანიებისსახმელეთო მომსახურების დეპარტამენტი მალე ავიაკომპანიებს შესთავაზებს ზედამხედველობისდაწარმომადგენლობითფუნქციებს, ბარგისკონტროლსდამომსახურებას, ფრენისგანრიგებისდანებართვებისდამტკიცებას, ავიაკომპანიასადა აეროპორტს შორის არსებული ოპერაციების მართვის და სხვა, სამოქალაქო ავიაციასთან და აეროპორტის მმართველობასთან დაკავშირებული ოპერაციებით მომსახურებას.
“ინტერკო ჰოლდინგის” ჯგუფის ყველაზე ახალი წევრია “ინტერსთადი”, კომპანია, რომელიც ორიენტირებულია უცხოეთში და საქართველოში სასწავლო პროგრამების მოძიებაზე, გაცვლითი სასწავლო პროექტების შერჩევასა და სასწავლო პაკეტების შექმნაზე, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი სტუდენტებისათვის.
“ინტერკო ჰოლდინგის” გუნდი ამ ეტაპზე შეადგენს 50 კვალიფიცირებულ თანამშრომელს, რომელთა პროფესიული ზრდა და გადამზადება-განვითარება კომპანიის მთავარი პრიორიტეტია. კომპანიის გუნდის ერთგულება მომსახურებისა და პროდუქტის მაღალი სტანდარტების მიმართ, ინდივიდუალური მიდგომა თითოეული მომხმარებლისა და კოლეგის მიმართ, აქცევს მას თქვენს საიმედო პარტნიორად.
ცხოვრება არ არის ნაცრისფერი!
რათქმაუნდა არა, არც ჩემი და არც არავისი.
ლამაზი ფერების დანახვა და შეგრძნება თავგადასავლისა და აღმოჩენების ვნებასა და ცოტაოდენ რისკშია.
უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს ვიყო იმ საქმეში, რაც მაძლევს საშუალებას ადამიანების ცხოვრება მოგზაურობის საშუალებით გავაფერადო.
როგორც ტურისტული კომპანია “ინტერკონტინენტალის” დამფუძვნებელი, უკვე 24 საინტერესო წელია ჩართული ვარ უამრავი ადამიანისათვის არამარტო მოგზაურობის დაგეგმვასა და ორგანიზებაში, არამედ დაუვიწყარი შთაბეჭდილებებისა და შეგრძნებების შექმნაში. საქმისადმი უდიდესი სიყვარულითა და თავდადებით “ინტერკონტინენტალი” ნელ-ნელა გადაიზარდა სამოგზაურო საქმიანობის კომპანითა ჯგუფში- “ინტერკო”, რომლის წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს მოგზაურობის უპირობო სიყვარულმა, ჩვენმა საიმედო პარტნიორებმა და რათქმაუნდა, ჩვენმა უძვირფასესმა მომხმარებელმა, ვისი სიხარულიც და გულწრფელობაც ყოველთვის იყო და იქნება ჩვენი კომპანიის ზრდის და შთაგონების წყარო.
ამ ეტაპზე “ინტერკო ჯგუფი” და მასში შემავალი კომპანიები სიამოვნებით მოგემსახურებიან სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორისაა: გამყვანი და შემომყვანი ტურიზმი, ბილეთებით მომსახურება, შეხვედრებისა და კონფერენციების ორგანიზება, ჩარტერული ფრენები სხვადასხვა მიმართულებით, დასასვენებელი და ბიზნეს მოგზაურობის დაგეგმვა-ორგანიზება და ა.შ. ჩვენი ადგილობრივი და უცხოეთში მდებარე ოფისები შემოგთავაზებენ სტანდარტულ და სპეციალურად თქვენთვის შექმნილ პროგრამებსა და სერვისებს ყველგან და ნებისმიერ დროს.
მოხარული ვარ, წარმოგიდგინოთ ჩვენი ახალი ვებ გვერდი, რომელიც მისი თითქმის შეუზღუდავი რესურსით მოგცემთ საშუალებას, დაგეგმოთ მოგზაურობა, იყიდოთ მოგზაურობა და გაყიდოთ მოგზაურობა ონლაინ.
“ინტერკო ჯგუფის” სახელით მადლობას გიხდით ჩვენთან ერთად ყოფნისათვის და გისურვებთ სასიამოვნო და დაუვიწყარ მოგზაურობას ფერთა და შეგრძებათა სამყაროში.
პატივისცემით,
ნინო მახვილაძე
დამფუძვნებელი