News

Contact

Vladimer Tsimakuridze

Telephone

+995 32 2294343; +995 571 294343

Cell

+995 595 911-911

Email

ltsimakuridze@interco.travel

Website

www.interco.travel

December 12, 2016

ტურ-ოპერატორ ინტერკო თრეველის ორგანიზებით ეგვიპტეში მასშტაბური მედია ტური განხორციელდა

 

3-10 დეკემბერს, ტურ-ოპერატორ ინტერკო თრეველის, ეგვიპტის ტურიზმის სამინისტროს და ეგვიპტური ტურისტული ოპერატორი Bright Sky Travel-ის ორგანიზებით, ეგვიპტეში მასშტაბური მედია ტური გაიმართა. ტურში მონაწილეობა მიიღო ოცამდე ქართულმა ტელე-რადიო და ბეჭდური მედიის წარმომადგენელმა.

ქართულ მედია ჯგუფს მასპინძლობა გაუწია ეგვიპტის ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა და წარმატებულმა კომპანიამ Bright Sky Travel-მა, რომელიც წარმოადგენილია Sun Rise-ის ბრენდის 9 სასტუმრო კომპლექსით ეგვიპტის სამ უმსხვილეს ტურისტულ ქალაქში: ჰურგადაში, შარმ-ელ შეიხში და მარსა ალამში; კომპანია Bright Sky ასევე ფლობს 5-მდე მაღალი ხარისხის საკრუიზო სამდინარო გემს, მდინარე ნილოსზე სხვადასხავ ხანგრძლივობის კრუიზს ასრულებს და ამავე დროს, კრუიზის ფარგლებში ტურისტებს შესაძლებლობას აძლევს მოინახულონ ძველი ეგვიპტის ისტორიული ძეგლები და ღირსშესანიშნაობები.

ტურის მიზანი იყო ეგვიპტის ტურისტული პოტენციალის, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური გარემოს, ისტორიული-შემეცნებითი ღირსშესანიშნაობების, ასევე ქვეყნის უსაფრთხოების ზომებისა და სტანდარტების შესწავლა, შეფასება და გაცნობა.

ტურის ფარგლებში მედიის წარმომადგენლები გაეცნენ Sun Rise-ის სასტუმროების ქსელისა და ნილოსის საკრუიზო იახტების ინფრასტრუქტურას და სერვისებს. ქვეყანაში დღეს არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და ზოგადად პოლიტიკურ გარემოს. მოინახულეს უნიკალური ისტორიული, 5000 წლიანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ქალაქ ასუანში, ედფუში, კომომბოსა და ლუქსორში. ზემოთაღნიშნულ ქალაქებში თავმოყრილი ისტორიული ძეგლები, ეგვიპტის სრული კულტურული მემკვიდრეობის უდიდიდეს ნაწილს მოიცავს და მეცნიერთა და მკვლევართა ობიექტური შეფასებით წარმოადგენენ - ღია ცის ქვეშ არსებულ სამუზეუმო ქალაქებს.

Sun Rise-ის ქსელის მარკეტინგის აღმასრულებელი:

კომპანია Bright Sky-ს სახელით მადლობა მინდა გადავუხადო ქართული მედიის წარმომადგენლებს ჩვენი ტურისტული პოტენციალის, სასტუმრო ქსელის ინფრასტრუქტურისა და მთლიანად ეგვიპტეში არსებული მდგომარეობის გაცნობით დაინტერესების გამო. დარწმუნებული ვარ კმაყოფილები დარჩებით ჩვენს მიერ შემოთავაზებული სერვისით, სასტუმრო ინფრასტრუქტურითა და ეგვიპტეში არსებული იმ უპრეცენდენტო უსაფრთოების ზომებით რომელიც ჩვენთან დაგხვდათ. როგორც ხედავთ, მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან გვყავს სტუმრები, რომელთათვის ყველაზე მნიშვნელოვანია ზამთრის პერიოდში საზაფხულო ტიპის დასვენება მოიწყონ, რა კუთხითაც ეგვიპტე ერთ-ერთი მთავარი მაღალგანვითარებული ტურისტული მიმართულებაა მსოფლიოს მასშტაბით.

გერმანელი ტურისტი მამაკაცი:

ჩვენს ქვეყანაში ამ პირიოდში ძალიან ცივა, თუმცა ბედნიერებაა, რომ არსებობს ისეთი ქვეყნები და მათ შორის ეგვიპტეს გამოვარჩევ, სადაც საყვარელ ადამიანთან ერთად დეკემბერშიც კი საზაფხულო დასვენება შეიძლება მოიწყო. ჩვენმა მთავრობამ წელს ეგვიპტეში მოგზაურობის და დასვენების რეკომენდაცია მოგვცა, აქ არსებული მშვიდი გარემოს და ეგვიპტის დადებითი ტურისტული რეპუტაციის გამო. ამიტომ როგორც ხედავთ, ჩვენი ქვეყნიდან სტუმრები საკმაოდ მრავლად ვართ. ჰურგადაში პირველად ვიმყოფები და სასტუმრო პერსონალის დამოკიდებულებამ, აქ არსებულმა კომფორტმა, ტურისტების მიმართ განსაკუთრებულმა ყურადღებამ, ასევე ეგვიპტის სილამაზემ და მშვიდმა გარემომ მოლოდინს გადააჭარბა. უნდა ვაღიარო რომ ეგვიპტეში განცდილი ემოციები დიდხანს დარჩება ჩემს გულში.

უკრაინელი ტურისტი გოგონა:

თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ. წლებია ეგვიპტეს ვსტუმრობ და ძალიან მომწონს ყველა ტურისტული ქალაქი, სასტუმრო, სადაც კი ვყოფილვარ. თითქოს ერთმანეთთან კონკურენცია აქვთ სად უფრო მეტად გასიამოვნონ - ეს ეტყობა ქუჩაში ხალხსაც და რა თქმა უნდა სასტუმროს პერსონალსაც. ვისურვებდი ასეთი მაღალი სერვისი და პროფესიონალი სასტუმროს პერსონალი ჩემს ქვეყანაშიც იყოს. ეგვიპტეს ნამდვილად ეტყობა რომ მაქსიმალურად ზრუნავენ ტურისტების კმაყოფილებაზე, კომფორტზე, უსაფრთხო და მშვიდ გარემოზე და რაც მთავარია ეგვიპტეში გატარებული ყოველი დღის გალამაზებაზე. დიდი მადლობა ეგვიპტეს და Sun Rise-ის სასტუმროების ქსელს. მაგრები ხართ!

 

Contact Us:

For more information about the topic, please, contact Interco Travel Group Head of Marketing division Vladimer Tsimakuridze at +995 32 2294343; +995 595 911-911 or email at Marketing@interco.travel

Close